უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა საკადასტრო აზომვებში , შეისწავლონ უძრავი ქონების სამართლებრივი ასპექტები, სარეგისტრაციო საკითხები და საკადასტრო მონაცემების დამუშავება, საველე აზომვა და აზომვებისთვის საჭირო პროგრამები; ArcGIS პროგრამა საკადასტრო აზომვებისთვის და GEO-CORS-ის სისტემა; გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დაეუფლონ საკადასტრო ამზომველის პროფესიას. პროგრამას წარმართავენ უძრავი ქონების სფეროს მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები. სწავლებისას გამოიყენება ინტერაქტიული ლექციები, საველე-პრაქტიკული სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობები.
პროგრამა განკუთვნილია უძრავი ქონების სააგენტოების, საამზომველო კომპანიების თანამშრომელთათვის; ნებისმიერი პირისათვის, ვისაც სურს დაეუფლოს უძრავი ქონების ამზომველის პროფესიას.
პროგრამის საფასური: 650 ლარი გადასახადების ჩათვლით.
შემფასებელთა და ექსპერტთა პრფესიული განვითარების ცენტრი აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2010 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების სრული დაცვით.
პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირება და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უძრავი ქონების ამზომველის/ამგეგმავის სერტიფიკატი. სერტიფიცირება ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს ეტაპებს.
სერტიფიცირების გასავლელად არ არის სავალდებულო პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა.
სერტიფიცირების საფასური: 400 ლარი გადასახადების ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა და წარუდგინონ შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. office@professionals.org.ge
განაცხადის ფორმები:
განაცხადი - პროფესიული მომზადება უძრავი ქონების აზომვა/აგეგმვაში